ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტი ფქუ აღმოაჩინეთ ფქუ
ჩვენ შესახებ

ჩვენ შესახებ

.

.

.

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ფრანგულ -ქართული უნივერსიტეტის (ფქუ) საიტზე! ​

ფქუ შეიქმნა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის მთავრობათაშორისი შეთანხმების საფუძველზე.

ის ფუნქციონირებს ფრანგული და ქართული უნივერსიტეტების კონსორციუმის მეშვეობით, რომელიც შეიქმნა 2019 წელს და მიზნად ისახავს საფრანგეთსა და საქართველოს შორის აკადემიური პროგრესისა და საუნივერსიტეტო თანამშრომლობის ხელშეწყობას.

ქართული, ფრანგული და ევროპული ფინანსური მხარდაჭერისა და აკადემიური პარტნიორების მეშვეობით, ვთავაზობთ გაცვლით პროგრამებს, ორმაგი დიპლომის შესაძლებლობებსა და ინოვაციურ კვლევით პროექტებს.

ჩვენი პრიორიტეტული მიმართულებებია :

ვიდეო ჩანაწერი

ვიდეო ჩანაწერი

🎥 მარიამ ტოხიანი არის ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებების ორმაგი დიპლომის პროგრამის ერთ-ერთი სტუდენტი.

მარიამი გვიზიარებს საკუთარ გამოცდილებას აღნიშნული საბაკალავრო პროგრამის შესახებ, რომელიც შექმნილია ევრი პარი-საკლესა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის არსებული პარტნიორობის ფარგლებში.

ამ ვიდეოში ის განიხილავს ამ გამორჩეული პროგრამის უპირატესობებს, რომელიც აერთიანებს ტექნიკურ უნარებს, საერთაშორისო ხედვას და ორი განსხვავებული, მაგრამ ურთიერთშემავსებელი აკადემიური გარემოს გამოცდილებას. ეს არის შთამაგონებელი გამოცდილება ყველასთვის, ვისაც სურს საქართველოსა და საფრანგეთს შორის ამბიციური აკადემიური გზა განავითაროს.
პროგრამები

პროგრამები

ფოტოები

ფოტოები

უნივერსიტეტები

უნივერსიტეტები