პროგრამის აღწერა

პროგრამა სთავაზობს ინფორმატიკის პროფესიის საფუძვლების კომპლექსურ და სრულყოფილ სწავლებას, შემდეგი უნარების ჩამოსაყალიბებლად:

✅ პროგრამების შექმნა და განვითარება.
✅ პროგრამირების ახალი ენების ცოდნა.
✅ კომპიუტერული სისტემების სიღრმისეული გააზრება.
✅ ახალი აპარატურული და პროგრამული სისტემებების ტესტირების უზრუნველყოფა.

პროგრამა მოიცავს როგორც კომპიუტერული მეცნიერებების საბაზისო საკითხების სწავლებას, ასევე ხელოვნური ინტელექტის, გრაფიკული პროგრამირების, პარალელური ალგორითმებისა და ქსელების შესწავლას. პროგრამა ვითარდება ტექნოლოგიური მიღწევების მიხედვით, რათა საუკეთესოდ მოამზადოს სტუდენტები მომავლის გამოწვევებისთვის.

ლექციები ტარდება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართველი და ფრანგი ლექტორების მიერ.

მიღების პირობები

🔹 სამწლიანი უმაღლესი განათლება (მინიმუმ 180 ECTS) კომპიუტერულ მეცნიერებში.
🔹 CECRL-ის სტანტრტების შესაბამისი B1-ის დონე ფრანგულში.
🔹 სტუდენტები, რომელთაც აქვთ ვალიდური სერთიფიკატი გათავისუფლდებიან ენის გამოცდიდან.

დიპლომები

ბაკალავრის ხარისხი კომპიუტერულ მეცნიერებებში (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტი).
ბაკალავრის ხარისხი კომპიუტერულ მეცნიერებაში (ევრი პარი-საკლეს უნივერსიტეტი).

ეს დიპლომები, გარკვეული პირობების გათვალისწინებით, სტუდენტებს აძლევენ საშუალებას სწავლა გააგრძელონ როგორც ევროპის, ასევე სხვა საერთაშორისო უმაღლეს სასწავლებლებში მაგისტრატურის საფეხურზე.

აღნიშნული პროგრამის ფინანსური მხარდამჭერია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.

პროგრამის ხელმძღვანელები

ნაზიმ აგულმინი

ნაზიმ აგულმინი

როლი: პარი-საკლეს უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების უმაღლესი სკოლის დირექტორის მოადგილე

ელ.ფოსტა: nazim.agoulmine@univ-evry.fr

ციფრული ტექნოლოგიების სფეროს ცნობილი პროფესორი, ნაზიმ აგულმინი აქტიურად მუშაობს კომპიუტერული მეცნიერებების ბაკალავრის პროგრამის სტრატეგიულ განვითარებზე და უზრუნველყოფს პედაგოგიური მიმართულების თანხვედრას პარტნიორ ინსტიტუტებს შორის.

მაგდა ცინცაძე

მაგდა ცინცაძე

როლი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის კომპიუტერული მეცნიერების დეპარტამენტის პროფესორი და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორი.

ელ.ფოსტა: magda.tsintsadze@tsu.ge

მაგდა ცინცაძე არის კომპიუტერული მეცნიერებების სპეციალისტი, რომელსაც აქვს მნიშვნელოვანი საერთაშორისო აკადემიური გამოცდილება. იგი საკუთარ პროფესიულ ცოდნასა და კომპეტენციას იყენებს ფრანგულ-ქართული პროგრამის კოორდინაციისთვის, ხელს უწყობს მის სტრატეგიულ განვითარებას, უზრუნველყოფს სწავლების მაღალ აკადემიურ ხარისხს და ინარჩუნებს მჭიდრო თანამშრომლობას პარტნიორ დაწესებულებებთან, რათა საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობა ეფექტიანად და წარმატებით განხორციელდეს.

ვიდეო ჩანაწერი

×

პარტნიორი უნივერსიტეტები

  • ევრი პარი-საკლეს უნივერსიტეტი - ევრი, საფრანგეთი
  • ევრი პარი-საკლეს უნივერსიტეტი - ევრი, საფრანგეთი
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - თბილისი, საქართველო