მიზნები
აღნიშნული პროგრამა ამზადებს მევენახეობისა და მეღვინეობის ექსპერტებს თეორიისა და პრაქტიკის ასპექტების შერწყმით. სტუდენტები იძენენ დარგისათვის აუცილებელ შემდეგ უნარებს:
✅ ვენახის მართვა
✅ ვინიფიკაციისა და ენოლოგიის სხვადასხვა ტექნიკის ცოდნა.
✅ არომატებისა და შაქრიანობის ლაბორატორიული ანალიზი.
✅ ღვინის მარკეტინგისა და საერთაშორისო ბაზრის ცნობა.
პროგრამის მიზანია მომავალი ენოლოგების მომზადება, რომლებიც უპასუხებენ, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო შრომითი ბაზრის მოთხოვნებს, რათა მათი დასაქმების შესაძლებლობები მაღალ ნიშნულზე იყოს პროგრამის დამთავრებისთანავე.
პროგრამის სტრუქტურა
პირველი სასწავლო წელი: სწავლება მიმდინარეობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში (სტუ).
➤ სწავლება მიმდინარეობს ინგლისურად ქართველი და ფრანგი ლექტორების ჩართულობით.
➤ პარალელურად შესაძლებელია ფრნგული ენის კურსების გავლა.
მეორე წელი: კონკურსის საფუძველზე მოხდება 2 სტუდენტის შერჩევა, რომლებიც სწავლას გააგრძელებენ ევროპაში.
➤ პირველი სემესტრი: სწავლება ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში (გერმანია, ესპანეთი, იტალია ან პორტუგალია).
➤ მეორე სემესტრი: სტაჟირება საფრანგეთში და სამაგისტრო ნაშრომზე მუშაობა მონპელიეს აგრო ინსტიტუტში.
დიპლომები
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხის დიპლომი.
მონპელიეს აგრო ინსტიტუტის მაგისტრის ხარისხის დიპლომი.
ეს დიპლომები, გარკვეული პირობების გათავალისწინებით, სტუდენტებს აძლევენ საშუალებას სწავლა გააგრძელონ როგორც ევროპის, ასევე სხვა საერთაშორისო უმაღლეს სასწავლებლებში დოქტურანტურის საფეხურზე.