ფქუ-ს სადოქტორო მობილობის სტიპენდია

ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა სამეცნიერო თანამშრომლობა, რომლის ფარგლებშიც რუსთაველის ფონდთან ერთად ქართველ დოქტორანტებს ვთავაზობთ საფრანგეთში მობილობის სტიპენდიებს სამეცნიერო კვლევების განსახორციელებლად.
სტიპენდიის მიზანი
აღნიშნული ორთვიანი სტიპენდიის მიზანია, რომ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო და კვლევით დაწესებულებაში ჩარიცხულ დოქტორანტებს საშუალება მიეცეთ საფრანგეთში სამეცნიერო დაწესებულებებში კვლევების ჩატარების. აღნიშნული გამოცდილება მათ შესაძლებლობას აძლევს, გააღრმავონ თავიანთი სადოქტორო ნაშრომი ფრანგ მეცნიერებთან მუშაობითა და ადგილობრივი აკადემიური რესურსების გამოყენებით.
სტიპენდიის პირობები
სტიპენდიის ჯამური ოდენობა, ორი თვის პერიოდისათვის, შეადგენს 2100 ევროს. აღნიშნული თანხა დაფარავს მგზავრობისა და ცხოვრების ხარჯებს სრულად ან ნაწილობრივ.
კონკურსში მონაწილეობის პირობები
კანდიდატები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ პიობებს:
იყოს ეროვნებით ქართველი და ირიცხებოდეს როგორც დოქტორანტი რომელიმე ქართულ უმაღლეს სასწავლებელში.
- გააჩნდეს საფრანგეთის კვლევით-სამეცნიერო ინსტიტუციის ოფიციალური მოწვევის წერილი, დოკუმენტი ხელმოწერილი უნდა იყოს ლაბორატორიის ან გუნდის დირექტორის მიერ.
- წარადგინოს საკვლევი პროექტი, რომელიც შესაბამისობაშია და განხორციელებადი იქნება საფრანგეთში მობილობის ფარგლებში.
- ფლობდეს ინგლისურ ან ფრანგულ ენას. ფრანგული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
კონკურსის შემდეგი თარიღი: 2025 წლის გაზაფხული