
რეგულარული კონფერენციები: თვალი ადევნეთ ჩვენ კალენდარს 📅
ფქუ რეგულარულად მართავს კონფერენციებს სხვადასხვა თემატიკაზე -ეკონომიკა, პოლიტიკა, საერთაშორისო ურთიერთობები, რეგიონალური გამოწვევები, ფრანგი და ქართველი სპეციალისტების ჩართულობით. აღნიშნული შეხვედრები ქმნიან უნიკალურ შესაძლებლობას, რათა მონაწილეები უშუალოდ დაუკავშირდნენ სფეროს ექსპერტებს და ღრმად გააანალიზონ როგორც გლობალური, ასევე ადგილობრივი თანამედროვე პროცესები.
ლექციების სერია ეკონომიკაში
ფქუ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლასთან (ISET) ერთად ყოველთვიურად ორგანიზებას უკეთებს ეკონომიკის სფეროს ლექციათა სერიას, რომელიც აერთიანებს მკვლევრებს, ექსპერტებს, გადაწყვეტილების მიმღებ პირებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს.
აღნიშნული კონფერენციების მიზანია საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური გამოწვევების გააზრება და ანალიზი მყარ თეორიულ საფუძვლებზე დაყრდნობით. თითოეული სესია, იქნება ეს ევროინტეგრაცია, წრიული ეკონომიკა, კლასტერების განვითარება თუ ეკონომიკური ზრდის დინამიკა, სიღრმისეულად იკვლევს შერჩეულ თემას და აუდიტორიას სთავაზობს როგორც აკადემიურ, ასევე პრაქტიკულ ცოდნას. თეორიული ანალიზისა და საველე გამოცდილების შერწყმით, შეხვედრები შესაძლებლობას იძლევა უკეთ განიმარტოს ის გამოწვევები და შესაძლებლობები, რომლებიც აყალიბებენ საქართველოს ეკონომიკურ რეალობას.
პირველი შეხვედრა გაიმართა 2024 წლის 26 ნოემბერს. ჩვენ ვუმასპინძლეთ კრისტოფ კორდონიეს, ეკონომიკის ისტორიის დოქტორს, რომელმაც წარადგინა მოხსენება თემაზე: „სომხეთის, საქართველოს და მოლდოვის ევრუპულ ეკონომიკაში ინტეგრაციის შედარებითი დინამიკა.“ პრეზენტაციას მოჰყვა დისკუსია, რომელსაც მოდერაციას უწევდა კახა ბაინდურაშვილი, საქართველოს ფინანსთა ყოფილი მინისტრი.
თვალი ადევნეთ ჩვენ კალენდარს და იყავით ინფორმირებულნი მომდევნო კონფერენციების შესახებ!