ყოველწლიურად, ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტი აწყობს ზაფხულის სკოლას, რომელიც აერთიანებს ქართველ, ფრანგ და სხვა უცხოელ სტუდენტებსა და ახალგაზრდა მკვლევარებს შერჩეული თემის სიღრმისეულად შესასწავლად.

აღნიშნული ინტენსიური პროგრამა ხელს უწყობს აკადემიური და ინტერდისციპლინური ცოდნის, გამოცდილებისა და თანამედროვე გამოწვევების ურთიერთგაზიარებას. დისციპლინური შეზღუდვების გარეშე, ყველა სამეცნიერო სფერო, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებებიდან ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებამდე შეიძლება განხილული იყოს აღნიშნული სამეცნიერო სკოლის ფრაგლებში.
ამრიგად, თითოეული სკოლა მონაწილეებს სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას გააფართოვონ თავიანთი ცოდნა, გაეცნონ ახალ მიდგომებსა და განსხვავებული მსოფლმხედველობისა და წარმოშობის ექპერტებს.
2024 წლის გამოცემა, რომელიც მიეძღვნა ბირთვულ, მაღალი ენერგიებისა და სამედიცინო ფიზიკას

2024 წლის 1-დან 3 ნოემბრამდე ფრანგულ-ქართულმა უნივერსიტეტმა პარი-საკლეს უნივერსიტეტთან, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან, ასევე საფრანგეთის საელჩოსთან და საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტთან პარტნიორობით მოაწყო რეგიონალური ფრანგულ-ქართული ფიზიკის თემატური სკოლა.
აღნიშნული შემოდგომის სკოლა, ღიაა იყო როგორც ბაკალავრისა და მაგისტრატურის დონის სტუდენტებისათვის, ასევე დოქტორანტებისათვის. მასში მონაწილეობა მიიღო 26 სტუდენტმა საქართველოდან, საფრანგეთიდან და უკრაინიდან, რომლებმაც იმუშავეს შემდეგი თემების გარშემო: ბირთვული ფიზიკა, მაღალი ენერგიების ფიზიკა და სამედიცინო ფიზიკა. პროგრამა მოიცავდა ლექციებს, პრაქტიკულ სამუშაო შეხვედრებს, პანელ-დისკუსიებსა და კვლევითი პროექტების პრეზენტაციებს.
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ შემდეგ ბმულს : დააწკაპუნეთ აქ
2023 წლის გამოცემა, რომელიც მიეძღვნა კავკასიაში მიგრაციის თემას


2023 წლის 6-დან 11 ნოემბრის ჩათვლით, ფრანგულ-ქართულმა უნივერსიტეტმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან, კავკასიის უნივერსიტეტთან, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და რუსეთის კვლევის ცენტრთან პარტნიორობით, ასევე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საფრანგეთის საელჩოსა და ფრანგული ინსტიტუტის მხარდაჭერით, მოაწყო შემოდგომის სკოლა, რომლის მიზანიც იყო უკრაინაში შეჭრის შედეგებისა და კავკასიაში სხვა არსებული კონფლიქტების ანალიზი.
აღნიშნულმა შემოდგომის სკოლამ შეკრიბა მკვლევარები და სტუდენტები სხვადასხვა დისციპლინიდან (სოციოლოგია, პოლიტიკური მეცნიერება, საერთაშორისო ურთიერთობები, ისტორია, გეოგრაფია, სამართალი და ა.შ.) და შესთავაზა მათ რეგიონში მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური დინამიკის გასაანალიზებლად უაღრესად საინტერესო გარემო. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოში, კერძოდ თბილისში, დევნილთა ჯგუფების ჩამოსახლების გამო მიმდინარე ცვლილებების შესწავლას.
აკადემიური პროგრამა და პრაქტიკული საველე სამუშაოები
მონაწილეები დაესწრნენ შემდეგი თემების შესახებ კონფერენციებსა და სემინარებს:
- პოლიტიკური ტრანსნაციონალიზმი
- კოლექტიური ქმედებები და სოციალური მობილიზაცია
- ურბანული სივრცეების ტრანსფორმაცია
- წინააღმდეგობის სივრცითი სტრატეგიები
- საერთაშორისო მიგრაციის სამართლებრივი და ნორმატიული ჩარჩო
- კოლონიზაცია და პოსტკოლონიალური საკითხები სამხრეთ კავკასიაში
აკადემიური სესიების პარალელურად, სტუდენტებმა საველე სამუშაოებიც განახორციელეს, მასწავლებელ-მკვლევართა ჯგუფის მეთვალყურეობით. დაკვირვებების, ინტერვიუებისა და კვლევითი ვიზიტების საშუალებით მათ შეისწავლეს მიგრაციის დინამიკა საქართველოში. მათ მიერ განხილული საკითხები მოიცავდა: არასამთავრობო ორგანიზაციების ჩამოყალიბებას, კულტურული სივრცეების, წიგნის მაღაზიებისა და კაფეების განვითარებას, ასევე ადგილობრივი ინსტიტუტების, საჯარო ადმინისტრაციისა და სამოქალაქო საზოგადოების რეაგირებას მიმდინარე პროცესებზე. პროგრამა დასრულდა სტუდენტთა მიერ შესრულებული სამუშაოს და მიღებული შედეგების პრეზენტაციებით.
პროგრამის გაგრძელება საერთაშორისო ვორკშოპით
ერთკვირიანი სამეცნიერო კვლევებისა და გამოცდილების უერთიერთგაზიარების შემდეგ, მონაწილეები მიწვეული იყვნენ საერთაშორისო სემინარზე – “დაკვირვება მასობრივ მიგრაციაზე: დაძაბულობა და თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიაში ახლად შექმნილ საზოგადოებებს შორის, სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის შემდეგ,” რომელიც გაიმართა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023 წლის 11 და 12 ნოემბერს. ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ქონდათ მათ მიერ ჩატარებული კვლევები და ანალიზი შეედარებინათ გამოცდილ მკვლევართა მიერ შესრულებულ ნამუშევრებისათვის, აღნიშნულმა პროცესმაც ხელი შეუწყო დისკუსიების გაღმავებასა და ხედვების გაფართოებას მონაწილეებში.
ამგვარად, 2023 წლის შემოდგომის სკოლა გახდა პლატფორმა კოლექტიური და ინტერდისციპლინარული რეფლექსიისთვის, რამაც ხელი შეუწყო კავკასიაში მიმდინარე ტრანსფორმაციების, მიგრაციასა და თანამედროვე კონფლიქტებთან დაკავშირებული საკითხების ღრმად გააზრებას.