ფრანგულ-ქართული თანამშრომლობა საუკეთესო აკადემიური განათლების უზრუნველსაყოფად

ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტი (ფქუ) არის საქართველოსა და საფრანგეთს შორის თანამშრომლობის შედეგად შექმნილი ამბიციური პროექტი. 2016 წელს დაწყებული ეს ინიციატივა მიზნად ისახავს მაღალი დონის სწავლების განვითარებას საქართველოში, ქვეყნისათვის სტრატეგიული სექტორების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, როგორიცაა ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, კომპიუტერული მეცნიერებები და ა.შ. საფრანგეთსა და საქართველოს შორის გამოცდილების ურთიერთგაზიარების დამსახურებით ფქუ ხელს უწყობს პროფესიონალების ჩამოყალიბებასა და მათ ინტეგრირებას საერთაშორისო ბაზარზე.

პროექტის მნიშვნელოვანი ეტაპები

2018 წლის 26 მაისს, თბილისში, საქართველოსა და საფრანგეთის რესპუბლიკას შორის ფრანგულ-ქართულ უნივერსიტეტის პროექტზე სამთავრობათაშორისო შეთანხმებას ხელი მოაწერეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და ევროპისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა. ხელისმოწერას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ მინისტრი – გიორგი კვირიკაშვილი და საფრანგეთის ელჩი საქართველოში – პასკალ მენიე.

2018 წლის 18 ოქტომბერს მოლიერის ფონდმა გააფართოვა მოქმედების არეალი ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის მხარდასაჭერად და ოფიციალურად გახდა საქართველოში ფრანგული ენის სწავლებისა და ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის ხელშეწყობისა და განვითარების ფონდი.

2019 წლის 4 აპრილს ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტისა და მისი ოფიციალური ვებ-გვერდის პრეზენტაცია გაიმართა განათლების გამოფენის “აირჩიე საფრანგეთის” ფარგლებში, რომლმაც საფუძველი ჩაუყარა ფართომაშტაბიან საკომუნიკაციო კამპანიას.

2019 წლის 2 დეკემბერს, პარიზში ხელი მოეწერა ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის პარტნიორი უნივერსიტეტების კონსორციუმის ხელშეკრულებას. ხელმოწერა შედგა ფრანგულ-ქართული ამილახვარის მთავრობათაშორისი დიალოგის ფარგლებში.

2020 წლის სექტემბერში საფუძველი ჩაეყარა აგრო-სასურსათო ტექნოლოგიების ბაკალავრისა (რენის უნივერსიტეტი, IUT de Saint-Brieuc და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) და ტურიზმისა და კულტურული მემკვიდრეობის სამაგისტრო (ლუმიერ ლიონ 2 -ის უნივერსიტეტი და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) პროგრამებს.

2022 წლის სექტემბერში გაიხსნა მეღვინეობა-მევენახეობის სამაგისტრო პროგრამა, რომელიც შეიქმნა მონპელიეს აგრო-ინსტიტუტთან და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან პარტნიორობით.

2023 წლის სექტემბერს ევრი პარი-საკლესა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის საფუძველი ჩაეყარა კომპიუტერული მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამას .

2024-2025წლებში მიმდინარეობს ფქუ-ს კონსორციუმის გაფართოება, აკადემიურ სფეროებს შორის პარტნიორობის გაძლიერებისა და საგანმანათლებლო პროგრამების გამრავალფეროვნების მიზნით.

ადმინისტრაცია

დავიდ ტერტრი (2019-2022) – ფქუ-ს პირველი კოორდინატორი, წარმოდგენილი ნესტან ტალახაძესთან ერთად, თანაშემწე-კომუნიკაციების მენეჯერი (2019-2023).


ევა ბერტრანი (2023 წლიდან დღემდე) – კოორდინატორი 2023 წლის იანვრიდან ნატო ჭუჭულაშვილთან ერთად, თანაშემწე-კომუნიკაციების მენეჯერი.


ნიკოლა მასლოვსკი – დროებითი კოორდინატორი 2024 წლის მარტიდან ივლისამდე.

ფქუ აგრძელებს განვითარებას დიდი ამბიციით, რათა შესთავაზოს ქართველ სტუდენტებს საუკეთესო საგანმანათლებლო პროგრამები და მოამზადოს ისინი საერთაშორისო კარიერისთვის.