რა ენებზე მიმდინარეობს ფქუ-ში სწავლება ?
სწავლა მიმდინარეობს ქართულად, ფრანგულად ან/და ინგლისურად. სწავლების ენა განსხვავდება სასწავლო პროგრამების მიხედვით.
პროგრამები ფრანგულად :
- კომპიუტერული მეცნიერებების ბაკალავრის პროგრამა
- ტურიზმისა და კულტურული მემკვიდრეობის სამაგისტრო პროგრამა
პროგრამები ინგლისურად
- აგრო-სასურსათო ტექნოლოგიების ბაკალავრის პროგრამა
- მეღვინეობა და მევენახეობის სამაგისტრო პროგრამა
რამდენია ბარიერი რომ მობილობით გადმოვიდეს სტუდენტი სხვა უნივერსიტეტიდან?
ფრანგულ-ქართულ უნივერსიტეტში მობილობით ჩასარიცხად წინასწარ განსაზღვრული ბარიერი არ არის. დაინტერესებულმა სტუდენტებმა უნდა გაიარონ სპეციალური პროცედურა, რომელიც გამოქვეყნებულია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე. eqe.ge
რამდენია ბარიერი ენოვნულ გამოცდებზე, ანუ რამდენი ქულით შეუძლია სტუნდეტს რომ მოხვდეს ფქუ-ში?
ბარიერი წინასწარ განსაზღვრული არ არის. ფრანგულ-ქართულ უნივერსიტეტში ჩასარიცხად საკმარისი ქულების რაოდენობა დამოკიდებულია კონკურენციაზე, განაცხადების რაოდენობასა და მისაღებ კონტიგენტზე.
რა ღირს საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამა ფქუ-ში ?
ფქუ-ში ჩარიცხული თოთოეული სტუდენტი საქართველოს მთავრობისაგან ორმაგ სასწავლო გრანტს მიიღებს, რაც სრულიად ფარავს სწავლის საფასურს.
დაემატება თუ არა ახალი სამაგისტრო ან საბაკალავრო პროგრამა ახლო მომავალში?
დიახ, ნელ-ნელა დაემატება ახალი სპეციალობები უკვე არსებულ ორმაგი დიპლომის პროგრამებს.
როგორ ხდება ფქუ-ში ჩარიცხვა?
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციისას სტუდენტებს შეუძლიათ აირჩიონ პარტნიორი უნივერსიტეტების (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) მიერ შემოთავაზებული ფრანგულენოვანი პროგრამები. მათ ასევე აქვთ შესაძლებლობა, გამოცდების ჩაბარების შემდეგ დაამატონ პროგრამები თავიანთი არჩევანის სიაში.
რამდენი წელია სწავლა ბაკალავრზე და მაგისტრატურაზე?
- ბაკალავრი: 4 წელი (8სემესტრი)
- მაგისტრატურა: 2 წელი (4 სემესტრი)
თუ არა გაცვლითი პროგრამები ბაკალავრისა და მაგისტრატურის სტუდენტებს ?
დიახ, სტუდენტებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ როგორც საფრანგეთის უნივერსიტეტების გაცვლით პროგრამებში, ასევე სტაჟირებების პროგრამებში.
სად მდებარეობს ფქუ-ს კამპუსი?
ფქუ დაფუძნებულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ასევე, წარმომადგენლობა აქვს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. ფქუ-ს საკუთარი, ცალკე კამპუსი არ გააჩნია.
ლექტორები ქართველები არიან თუ უცხოელები?
ლექციებს ატარებენ როგორც ქართველი ლექტორები, ასევე საფრანგეთის პარტნიორი უნივერსიტეტიდან მოწვეული პროფესორები.
არის თუ არა ფქუ-ში ვაკანტური ადგილები აკადემიურ თანამდებობებზე?
არა, რადგან სწავლება მიმდინარეობს როგორც ქართულ, ასევე ფრანგულ პარტნიორ უნივერსიტეტებში. შესაბამისად, ფქუ-ში არ არის აკადემიური სფეროს ვაკანსიები.
აუცილებელია თუ არა ფრანგულის ან ინგლისური ენის ცოდნა ფქუ-ში ჩასაბარებლად?
დიახ, პროგრამის სწავლების ენაზე დაყრდნობით, სტუდენტებს მოეთხოვებათ ფრანგული ან ინგლისური ენის შესაბამისი ცოდნის დადასტურება.
ეროვნული გამოცდების ჩაბარების შემდეგ რა საფეხურების გავლა უწევს სტუდნეტს ფქუ-ში ჩასარიცხად?
მიღების პირობები განსხვავდება სპეციალობების მიხედვით. ეროვნული გამოცდების გავლის შემდეგ, სტუდენტთა შერჩევა ხდება ფრანგულ-ქართულ სპეციალურ კომისიასთან გასაუბრების შედეგად.