ფქუ-ს ადმინისტრაციული საბჭო

2018 წლის 26 მაისის სამთავრობათშორისო ხელშეკრულების საფუძველზე შექმნილი სტრატეგიული საბჭო გადამწყვეტ როლს ასრულებს ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის განვითარებაში.

საბჭოს თანათავმჯდომარეები არიან განათლების მინისტრის მოადგილე უმაღლესი განათლების მიმართულებით და საფრანგეთის ელჩი საქართველოში. სტრატეგიული საბჭო განსაზღვრავს ფქუ-ს განვითარების მთავარ მიმართულებებს და უზრუნველყოფს მის სტრუქტურირებას.

მისი მისიებია :
განსაზღვროს ფქუ-ს სტრატეგიული, საგანმანათლებლო და სამეცნიერო მიმართულებები
მხარი დაუჭიროს ფქუ-ს ადმინისტრაციული და ფინანსური სტრუქტურების განვითარებას
ხელი შეუწყოს ფრანგულ-ქართული ორმაგი ხარისხის პროგრამების დანერგვას
გამოაქვეყნოს საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიში

ფქუ-ს კონსორციუმის საბჭო

კონსორციუმის საბჭო შეიქმნა 2019 წლის 2 დეკემბერს გაფორმებული უნივერსიტეტთაშორისი შეთანხმების საფუძველზე, ეს საბჭო აერთიანებს უმაღლეს სასწავლებლებს, რომლებიც არიან ფქუ-ს პარტნიორები საფრანგეთსა და საქართველოში.

ის უზრუნველყოფს პროგრამების კოორდინაციასა და აკადემიურ სფეროში თანამშრომლობის ხარისხს.

მისიები :
განსაზღვრავს ფქუ-ს საერთაშორისო თანამშრომლობის მთავარ მიმართულებებს
უზრუნველყოფს ორმაგი დიპლომების პროგრამების ეფექტიან ფუნქციონირებას
უზრუნველყოფს უნივერსიტეტის დღის წესრიგთან შესაბამისობას
აფასებს ფქუ-ს საკომუნიკაციო პოლიტიკას