ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტი დაფუძნებულია ერთგულ გუნდზე, რომელიც დიდი ენთუზიაზმით მუშაობს ორმაგი ხარისხის პროგრამების შემუშავებაზე, ასევე საფრანგეთსა და საქართველოს შორის აკადემიური და სამეცნიერო თანამშრომლობის ხელშეწყობაზე.

ევა ბერტრანი – ფქუ-ს კოორდინატორი

ევა ბერტრანი უზრუნველყოფს ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის ზოგად კოორდინაციას. იგი ხელს უწყობს აკადემიური პროგრამების გამართულად მუშაობას და საუნივერსიტეტო და ინსტიტუციონალური პარტნიორობის მონიტორინგს, ასევე მისი როლია ფქუ-ს სტრატეგიულ განვითარებაზე მუშაობა.
აგრეთვე, მისი საქმიანობა მოიცავს ფრანგულ და ქართულ დაწესებულებებს შორის კომუნიკაციასა და გამოცდილების ურთიერთგაზიარებას, საგანმანათლებლო ინიციატივების ზედამხედველობასა და იმ სტუდენტების მხარდაჭერას, რომლებიც სწავლობენ ორმაგი დიპლომის პროგრამების ფარგლებში.
კონტაქტი : eva.bertrand@fgu.ge
ნატო ჭუჭულაშვილი – თანაშემწე, ფქუ-ს კომუნიკაციების მენეჯერი

ნატო ჭუჭულაშვილი არის ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის კომუნიკაციების მენეჯერი. იგი მუშაობს უნივერსიტეტის პოპულარიზაციაზე და კოორდინაციას უწევს მისი ხილვადობის ზრდისთვის საჭირო აქტივობებს, როგორც აკადემიურ და საუნივერსიტეტო წრეებში, ასევე ინსტიტუციურ პარტნიორებთან.
ნატო ორგანიზებას უწევს სხვადასხვა ღონისძიებებს სტუდენტებისთვის, მასწავლებლებისთვის და პარტნიორებისთვის. მთელი სასწავლო პერიოდის განმავლობაში ნატო ასრულებს მნიშვნელოვან როლს სტუდენტების მხარდასაჭერად. მათთან აქვს რეგულარული კონტაქტი, ეხმარებათ ადმინისტრაციულ პროცედურების მოგვარებაში, პასუხობს მათ კითხვებს და აძლევს რჩევებს.
კონტაქტი : nato.chuchulashvili@fgu.ge