უნივერსიტეტი
- მთავარი
- / უნივერსიტეტი

ჩვენი პროგრამების ფარგლებში სალექციო კურსს ატარებენ, როგორც ფრანგი, ასევე ქართველი პროფესორები, რაც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის სწავლებასა და ინტერკულტურულ საგანმანათლებლო მიდგომებს.
ფქუ-ში ჩარიცხვით მიიღებთ ორ დიპლომს: ერთს ქართული უნივერსიტეტიდან, მეორეს კი ფრანგულიდან, რაც გიხსნით კარიერულ შესაძლებლობებს როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში.
ჩვენ ვამზადებთ მომავალი თაობის პროფესიონალებს საქართველოს ეკონომიკის საკვანძო სექტორებისთვის. ჩვენი პროგრამების ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია სხვადასხვა ქვეყნის პროფესიული გამოცდილებისა და ცოდნის შესწავლა-გაზიარება და ენობრივი მრავალფეროვნება — უნარები, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამედროვე შრომის ბაზარზე.
ფქუ გიადვილებთ საფრანგეთში მობილობას და გთავაზობთ შესაძლებლობას გაიაროთ პროფესიული სტაჟირება პარტნიორ კომპანიებში როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში.