

მეღვინეობა-მევენახეობის სფეროს ფრანგულ-ქართული თანამშრომლობის კიდევ ერთი წარმატებული ეტაპი!
ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ორმაგი დიპლომის პროგრამის პირველ ხუთ სტუდენტს გადაეცათ დიპლომები საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში.
ცერემონია გაიმართა ბატონი პატრის ლალემანის, მონპელიეს აგროინსტიტუტის პროფესორისა და Vinifera-ს პროგრამის ხელმძღვანელის, აგრეთვე აგროინსტიტუტის პროფესორებისა და INRAE-ს მეცნიერთა დელეგაციის მონაწილეობით. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი და მისი გუნდი, ასევე ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის წარმომადგენლები.

ვულოცავთ და წარმატებებს ვუსურვებთ მათ პროფესიულ გზაზე! ვიმედოვნებთ, რომ ისინი დარჩებიან აქტიურ და გულანთებულ წარმომადგენლებად ფრანგულ-ქართული თანამშრომლობისთვის მევენახეობისა და მეღვინეობის სფეროში.
