📢 დაიწყო განაცხადების მიღება ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის შემოდგომის სკოლის პროგრამაში მონაწილეობისათვის. სკოლა ტარდება მკვლევართა გაერთიანება 'KONTAKTI Project'-თან თანამშრომლობით.
🗓️დრო: 2025 წლის 27 ოქტომბრიდან 1 ნოემბრამდე
📍 ადგილი: ბათუმი, საქართველო
📬 განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 15 ივნისი
2023 წლის პირველი შემოდგომის სკოლის წარმატების შემდეგ, სიხარულით ვაცხადებთ მეორე შემოდგომის სკოლისთვის განაცხადების მიღებას.
🔎 2025 წლის თემა:
«კონტაქტის ზონების შესწავლა კრიზისის დროს: საზღვრები, კონფლიქტები და მობილობა საქართველოში. »
აღნიშნული შემოდგომის სკოლა სთავაზობს მობილობის დინამიკის, საზღვრების საკითხებისა და კონფლიქტების ინტერდისიპლინურ კვლევას კავკასიაში, განსაკუთრებით კი საქართველოში. სკოლის პროგრამა აერთიანებს თეორიულ სესიებს, საველე კვლევებს, საერთაშორისო ექსპერტებთან დისკუსიებსა და აკადემიური წერის სემინარებს.
🎓 ვის შეუძლია მიიღოს მონაწილეობა:
• დოქტორანტებს, რომელთა კვლევა დაკავშირებულია სკოლის თემატიკასთან
• მაგისტრატურის სტუდენტებს, რომელთაც სურთ სწავლის გაგრძელება დოქტორანტურაში და სკოლის მიერ შემოთავაზებულ თემატიკაზე მუშაობა
👥 განაცხდი მიიღება საქართველოდან, კავკასიიდან და მთელი ევროპიდან.
📌 პროგრამა:
ისეთი მკვლვლევარების კონფერენციები, როგორებიც არიან ელენ სიდერი, ფლორიან მიულფრიდი, სოფი ზვიადაძე და სხვები.
სამი თემატური საველე კვლევა:
▪ ყოველდღიური მშვიდობის შენარჩუნება
▪ მობილობა კრიზისის პირობებში
▪ კულტურული ცირკულაცია და ეთნო-რელიგიური ჯგუფები
აკადემიური წერის სემინარები
შეხვედრები მედიის წარმომადგენლებთან და დოკუმენტალისტებთან თხრობითი ნარატივის სესიების ფარგლებში
თანაავტორობით შექმნილი პუბლიკაციების პროექტები
კულტურული ღონისძიებები (დოკუუმენტური ფილმების ჩვენება, ადგილობრივი ვიზიტები)
💶 დაფინანსება:
რეგისტრაცია უფასოა
შესაძლო ფინანსური მხარდაჭერა (მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება და საცხოვრებლის დაფინანსება)
სკოლის დასრულების შემდეგ გაიცემა ოფიციალური სერტიფიკატი
📄 მონაწილეობის მისაღებად გამოაგზავნეთ შემდეგი დოკუმენტები 2025 წლის 15 ივნისამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე - autumn.school.fgu@gmail.com
- CV
- თქვენი კვლევის მიმოხილვა (მაქსიმუმ 500 სიტყვა)
- სამოტივაციო წერილი (მაქსიმუმ 800 სიტყვა)
📢შერჩეული კანდიდატებს დავუკავშირდებით ივლისის ბოლოს.
https://www.fgu.ge/wp-content/uploads/2025/06/CfP_School_in_Batumi_final-1.pdf