ფქუ-ს ღონისძიება – ქართული მევენახეობა-მეღვინეობის გაცნობის დღე Vinifera/NewClim შემოდგომის სკოლის ფარგლებში
დასაწყისი 07 ოქტომბერი 2025 - 10:00
დასასრული 07 ოქტომბერი 2025 - 18:00
ადგილი Tbilissi
აღწერა

🎓🍇შემოდგომის სკოლის მონაწილეებმა დაათვალიერეს რამდენიმე ღირსშესანიშნავი ადგილი, რომლებიც ასახავენ საქართველოს მევენახეობის ისტორიულ და სამეცნიერო ღირებულებებს:
🔹უფლისციხე - VIII-III საუკუნეებით დათარიღებული იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შესული ქვაში ნაკვეთი ქალაქი, სადაც აღმოაჩინეს ქვეყნის ერთ-ერთი უძველესი ვენახების ნარჩენები.
🔹შატო მუხრანი - XIX საუკუნის მამული, საქართველოს ღვინის აღორძინების სიმბოლო, რომელიც აერთიანებს ერთდროულად ქართულ ტრადიციულ და საერთაშორისო ჯიშებს.
🔹ჯიღაურას კვლევითი ცენტრი - სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებული ინსტიტუცია, რომელიც 470-ზე მეტ ქართულ და 350 საერთაშორისო ვაზის ჯიშს მოიცავს, ასევე აქტიურად უწყობს ხელს ბიომრავალფეროვნებისა და სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარებისათვის საჭირო კვლევებს.

📍შემდეგი ეტაპი კახეთის რეგიონი - მეღვინეობის ისტორიული აკვანი !🌿
👉 თვალი გვადევნეთ და იმოგზაურეთ ჩვენთან ერთად, რათა აღმოაჩინოთ თუ როგორ ერწყმის ერთმანეთს საუკუნოვანი ტრადიციები და თანამედროვე ინოვაციები ქართულ მევენახეობაში.

რუკა

Tbilissi

ფოტორეპორტაჟი