🇫🇷🇬🇪 რენის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული ფრანგულ-ქართული კვირეულის ფარგლებში, ფრანგულ-ქართულმა უნივერსიტეტმა მონაწილეობა მიიღო მრავალ ორმხრივ შეხვედრაში 🤝 როგორც ქართული, ასევე ფრანგული უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებთან.
აღნიშნულმა შეხვედრებმა ხელი შეუწყო ინსტიტუციური დიალოგის გაღრმავებას და პარტნიორ უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის ახალი პერსპექტივების გამოკვეთას 🌍, განსაკუთრებით ერთობლივი 📚 და ორმაგი დიპლომის პროგრამების 🎓 შემუშავების თვალსაზრისით.
პროგრამა ასევე მოიცავდა ფრანგულ-ქართული კონსორციუმის წევრებთან, კერძოდ, INSA Rennes-სა და EHESP-ში ვიზიტებს, რაც აკადემიური და სამეცნიერო თემებზე აზრთა გაცვლის შესაძლებლობებს იძლეოდა 🔬.
სპეციალურად დანიშნული სესიის ფარგლებში ასევე შედგა l’IUT de Saint-Brieuc-ში ვიზიტი, რომელიც ფქუ-ს ორმაგი ხარისხის დიპლომის პროგრამების განვითარების სტრატეგიული პარტნიორია 🤝 და დიდი ხანია ჩართულია აგროსასურსათო ტექნოლოგიებისა 🧀 და რძის პროდუქტების წარმოების პროგრამაში 🥛.
2 Rue du Thabor, 35000 Rennes
