პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა საერთაშორისო სკოლის კონფერენცია
დასაწყისი 22 მაისი 2025 - 10:00
დასასრული 22 მაისი 2025 - 12:00
ადგილი Université d’État d’Erevan
აღწერა

🌍 ერევანში ახლახან გაიმართა უნიკალური საზაფხულო სკოლა, რომლის ორგანიზატორი გახლდათ პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა საერთაშორისო სკოლა (Sciences Po Paris). აღნიშნული საგანმანათლებლო ინიციატივა მიზნად ისახავდა სომხური საზოგადოების, პოლიტიკისა და კულტურის ღრმა შესწავლას, აგრეთვე კავკასიის რეგიონული პერსპექტივების გაანალიზებას გლობალურ ჭრილში.

🎓ერთი კვირის განმავლობაში სტუდენტებსა და მომხსენებლებს ჰქონდათ შესაძლებლობა შეესწავლათ სომხეთის თანამედროვე პროცესები და ემსჯელათ სამხრეთ კავკასიის გეოპოლიტიკური გამოწვევების ფართო სპექტრზე.

🇬🇪 ამ კონტექსტში, სკოლის ერთი დღე საქართველოს დაეთმო. ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტი (ფქუ) აღნიშნული ინიციატივის პარტნიორი იყო და უზრუნველყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, დავით დარჩიაშვილის ვიზიტი სომხეთში, რომელმაც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხების სიღრმისეული ანალიზი შესთავაზა სკოლის მონაწილეებს.

🤝 აღნიშნულმა თანამშრომლობამ საშუალება მისცა საინტერესო დისკუსიებსა და ინფორმაციების გაცვლას სტუდენტებსა და მკვლევარებს შორის კავკასიაში თანამედროვე რეალობის უკეთ გასააზრებლად.

რუკა

Erevan

ფოტორეპორტაჟი