🇬🇪✨ფრანგულ-ქართულ უნივერსიტეტს (ფქუ) პატივი ქონდა მონაწილეობა მიეღო ივანე ჯავახიშვილის სახელიბის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) პერსონალის საერთაშორისო კვირეულში.
🔹კვირეული მიეძღვნა გამოცდილების ურთიერთგაზიარებას, არსებული პროექტების წარდგენას და ახალი თანამშრომლობის გზების ძიება-შესწავლას. მასში მონაწილეობდა 37 უნივერსიტეტი 11 ქვეყნიდან.
🔹 ფქუ-ს კოორდინატორმა, ევა ბერტრანმა, წარმოადგინა ჩვენი ბოლოდროინდელი მიღწევები, ინოვაციური პროექტები და უნივერსიტეტის დინამიური განვითარების სტატისტიკა.
აღნიშნულმა ღონისძიებამ საშუალება მოგვცა გაგვემყარებინა კავშირები ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და წინა პლანზე წამოგვეწია სამეცნიერო თანამშრომლობის მნიშვნელობა.🌍🤝