ფქუ-ს ღონისძიება – მიგრაციის შემოდგომის სკოლის გახსნა: „კონტაქტის ზონების შესწავლა კრიზისის დროს – საზღვრები, კონფლიქტები და მობილობა საქართველოში“
დასაწყისი 27 ოქტომბერი 2025 - 10:00
დასასრული 27 ოქტომბერი 2025 - 18:00
ადგილი Batoumi
აღწერა

✨მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ ფრანგულ-ქართულმა უნივერსიტეტმა წარმატებით დაიწყო შემოდგომის სკოლა, რომელიც ეძღვნება სამხრეთ კავკასიაში მიგრაციის საკითხებს და ორგანიზებულია მკვლევართა გაერთიანება „კონტაქტთან“ პარტნიორობით.🌍

აღნიშნული ღონისძიება გახსნეს ლიზა ბარიემ - საქართველოში საფრანგეთის საელჩოს საუნივერსიტეტო და სამეცნიერო თანამშრომლობის ატაშემ და ევა ბერტრანმა - ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის კოორდინატორმა, 2025 წლის 27 ოქტომბერს ბათუმში. 🇬🇪 🇬🇪

🔑 დღის მნიშვნელოვანი მომენტები:
• 🌟 სოფი ზვიადაძე (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) : „მუსლიმური და ქართული იდენტობის გადაკვეთა აჭარაში.“
• 🌍 ელენ სიდერი (მაკედონიის უნივერსიტეტი, საბერძნეთი) : „როგორ აყალიბებს ადგილობრივი კულტურული ცირკულაციები ჩვენს რეაქციებს გლობალურ პრობლემებთან მიმართებაში.“
• 🎙️ ოლგა ბრონიკოვას (ბორდო მონტენის უნივერსიტეტი, საფრანგეთი), მარუსია ფერის (École Normale Supérieure – PSL, საფრანგეთი) და მარიამ დარჩიაშვილის (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო) ეთნოლოგიური კვლევებისა და მიდგომების მეთოდოლოგიური სემინარები.
• 🎬 ფილმის - „ლურჯი მოცვის“ (2024) ჩვენება, რომელიც დასრულდა რეჟისორთან - ელენა მიქაბერიძესთან დისკუსიით თემაზე: ქართული თანამედროვე კინო რეალობასა და ოცნებებს შორის.
მონაწილეთათვის მთელი კვირის განმავლობაში ჩატარდება ლექციები, საველე კვლევები, სემინარები და ფილმების ჩვენებები. 📚

ჩვენი სტუდენტები და დოქტორანტები, ქართველი და საერთაშორისო მკვლევრების ხელმძღვანელობით, შეისწავლიან ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა: ეთნო-რელიგიური უმცირესობები, მობილობა კრიზისულ კონტექსტში და ყოველდღიურ მშვიდობის მშენებლობა.💬

რუკა

Batoumi, Géorgie

ფოტორეპორტაჟი