ფქუ-ს ღონისძიება – მიგრაციის შემოდგომის სკოლის დახურვა: „კონტაქტის ზონების შესწავლა კრიზისის დროს – საზღვრები, კონფლიქტები და მობილობა საქართველოში“
დასაწყისი 31 ოქტომბერი 2025 - 10:00
დასასრული 31 ოქტომბერი 2025 - 18:00
ადგილი Batoumi
აღწერა

🎓✨ დასრულდა შემოდგომის სკოლა - „კონტაქტის ზონების შესწავლა კრიზისის დროს: საზღვრები, კონფლიქტები და მობილობა საქართველოში“, რომელიც ჩატარდა ბათუმში 2025 წლის 26-დან 31 ოქტომბრის ჩათვლით.

წარმატებით დასრულდა ერთკვირიანი ინტენსიური სკოლა, რომელიც მოიცავდა სამეცნიერო ცოდნის გაზიარებასა და ჯგუფურ სამუშაოებს ფოკუსირებულს საზღვრების, კონფლიქტებისა და მობილობის დინამიკის საკითხებზე საქართველოს კონტექსტში.🌍

დასკვნითი დღე დაეთმო ჯგუფური პროექტების პრეზენტაციებს, რომლებიც ეფუძნებოდა საველე კვლევებსა და პროგრამის ფარგლებში განხილულ თეორიულ საკითხებს. აღნიშნულმა პრეზენტაციებმა ნათლად გამოავლინა მონაწილეთა მიერ შემუშავებული ინტერდისციპლინარული მიდგომების სიღრმე და კონცეპტუალური რეფლექსიისა და ემპირიული დაკვირვებების შერწყმის უნარი. 💡📚

გულითად მადლობას მოვახსენებთ ყველა მონაწილეს, ასევე ჩვენს მომხსენებლებს, მთელი კვირის განმავლობაში გაწეული შრომის, ჩართულობისა და ერთგულებისათვის :
👩‍🏫 ოლგა ბრონიკოვა (ბორდო მონტენის უნივერსიტეტი)
👩‍🏫 მარიამ დარჩიაშვილი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი)
👩‍🏫 მარუსია ფერი (École Normale Supérieure – PSL)
👩‍🏫 ელენი სიდერი (მაკედონიის უნივერსიტეტი)
👩‍🏫 სოფია გავრილოვა (ლაიბნიცის რეგიონალური გეოგრაფიის ინსტიტუტი)
👩‍🏫 თამარ ბაბუაძე (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი)
👩‍🏫 თამთა ხალვაში (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი)
👩‍🏫 სოფი ზვიადაძე (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი)
👨‍🏫 ფლორიან მულფრიდი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი)
🎬 ელენა მიქაბერიძე (ფილმ "ლურჯი მოცვის" რეჟისორი)

გიზიარებთ რამდენიმე ფოტოს, რომელიც ასახავს იმ თბილ და მეგობრულ ატმოსფეროს, რომელ ნოტაზეც დაიხურა ჩვენი სკოლა. 📸

რუკა

Batoumi, Géorgie

ფოტორეპორტაჟი