🎓🍇 Vinifera/NewClim-ის შემოდგომის სკოლის გახსნასთან დაკავშირებით ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის (ფქუ) ორგანიზებით გაიმართა დეგუსტაცია, ანა გოდაბრელიძის “ვინემო” ღვინის სკოლასთან თანამშრომლობით, რომლის მიზანი იყო ქართული ღვინოების გაცნობა და შესწავლა.
აღნიშნული სკოლა იმართება აგრო-მონპელიეს ინსტიტუტთან, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. ის აერთიანებს მეცნიერებს, დოქტორანტებსა და სტუდენტებს თემაზე: „ღვინო და კლიმატის ცვლილება: ქართული მევენახეობის მდგრადობის გაძლიერება“.
პატივი გვქონდა გვემასპინძლა საქართველოში საფრანგეთის ელჩისათვის, რომელმაც თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა მეღვინეობის მნიშვნელობას, როგორც საფრანგეთსა და საქართველოს შორის კულტურული თანამშრომლობის საყრდენ ვექტორს.
საღამოს ასევე ესწრებოდნენ ჩვენი პარტნიორები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროდან, უნივერსიტეტებიდან და კურსდამთავრებულები, რაც მოწმობს ფრანგულ-ქართული სასწავლო და კვლევითი თანამშრომლობის დინამიზმს.
მევენახეობა-მეღვინეობის ორმაგი დიპლომის პროგრამის კურსდამთავრებულებმა, რომელიც აგრო მონპელიეს ინსტიტუტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობით ხორციელდება, გვესაუბრნენ მათ პროფესიულ გზაზე და კარიერულ განვითარებაზე, რაც ნათლად აჩვენებს აღნიშნული პროგრამის მნიშვნელობასა და მაშტაბურობას.
სასიამოვნო საღამო, რომელიც სავსე იყო კულტურული, სამეცნიერო და მეღვინეობის სფეროში გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებით.🍷🌍