ფქუ-ს ღონისძიება – „Vinifera/Newclim“-ის შემოდგომის სკოლის გახსნა – სტუ-სთან და მონპელიეს აგრარულ ინსტიტუტთან თანამშრომლობით
დასაწყისი 06 ოქტომბერი 2025 - 10:00
დასასრული 06 ოქტომბერი 2025 - 18:00
ადგილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (17 David Guramishvili Ave)
აღწერა

🎓 დაიწყო „Vinifera/Newclim “ შემოდგომის სკოლა !

ფრანგულ-ქართულ უნივერსიტეტს პატივი ქონდა გაეხსნა „Vinifera/Newclim “ შემოდგომის სკოლა, რომელიც ჩატარდება თბილისსა და თელავში 2025 წლის 6-დან 10 ოქტომბრის ჩათვლით.

„ღვინო და კლიმატის ცვლილება: ქართული მევენახეობის მდგრადობის გაძლიერება“ თემის გარშემო მიმდინარე აღნიშნული სკოლა აერთიანებს მეცნიერებს, სტუდენტებსა და დოქტორანტებს საფრანგეთიდან, საქართველოდან და სხვა ქვეყნებიდან. მონაწილეები აქტიურად იმუშავებენ იმ პრობლემებზე და გამოწვევებზე, რომლებიც კლიმატური ცვლილებების შედეგად მევენახეობის წინაშე დგას, და იმსჯელებენ მათ ეფექტურ გადაწყვეტის გზებზე.

მთელი კვირის განმავლობაში გაგიზიარებთ სკოლის მნიშვნელოვან მომენტებს, სამეცნიერო დისკუსიებსა და ინიციატივებს.

რუკა

17 David Guramishvili Ave

ფოტორეპორტაჟი