ჩვენთვის დიდი პატივი იყო, რომ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ბატონმა შალვა ჭკადუამ უმასპინძლა შემოდგომის სკოლის მონაწილეებს თელავში, რათა პროგრამა გაგრძელებულიყო კახეთის გულში. 🇬🇪
ორი დღის განმავლობაში პროგრამა მოიცავდა ფრანგი და ქართველი ექსპერტების მიერ ჩატარებულ სემინარებს, რომლებიც ფოკუსირებული იყო მევენახეობის სამომავლო განვითარების ისეთ საკითხებზე როგორიცაა:
• 🍶 ქვევრის ღვინოების სპეციფიკა და ტრადიციები
• 🍇 კლიმატის ცვლილების გავლენა ყურძნის ფიზიოლოგიაზე
• 🌞 ყურძნის ჯიშების მდგრადობა გვალვისა და კლიმატური ცვლილებების მიმართ
• 🌍 კლიმატის ცვლილების გავლენა საქართველოს მევენახეობაზე
სემინარების დასრულების შემდეგ მონაწილეებმა აქტიურად იმუშავეს პრაქტიკულ, ჯგუფურ დავალებებზე, რომელთა შედეგები წარმოდგენილი იქნება სკოლის დასკვნით ნაწილში. ეს იქნება თვალსაჩინო მაგალითი საერთაშორისო დონეზე მევენახეობის მდგრადი განვითარების გამოწვევების განხილვის. 🔬✨
და ბოლოს, ორდღიანი ნაყოფიერი მუშაობა და სემინარები თელავში დასრულდა რეზისტენტული ყურძნის ჯიშებისგან დამზადებული ფრანგული ღვინოების დცეგუსტაციით.🍷🌱
2200 ქართული უნივერსიტეტის ქუჩაN1,ქ. თელავი