🔗 საფრანგეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის განმტკიცება!
ფქუ-ს ჰქონდა პატივი ორგანიზება გაეწია შეხვედრისთვის, რომელშიც მონაწილეობდნენ პარტნიორი ფრანგული უნივერსიტეტებისა და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები.
ვიზიტმა საშუალება მოგვცა, კიდევ უფრო გაგვეძლიერებინა არსებული აკადემიური კავშირები და შეგვესწავლა თანამშრომლობის ახალი პერსპექტივები, განსაკუთრებით ინფორმაციული ტექნოლოგიების, რძის პროდუქტების წარმოებისა და ყველის დამზადების მიმართულებით. 🧀💻🇫🇷🇬🇪
🔹 შეხვედრაში ფრანგული მხრიდან მონაწილეობდნენ:
ერიკ შატო – აგროსასურსათო ინჟინერიის პროფესორი სენ-ბრიეკის IUT-ში
ნაზიმ აგულმნინი – ევრი-პარიზი-საკლეს კომპიუტერული მეცნიერებების დოქტორანტურის სკოლის დირექტორის მოადგილე
გაელ ბრეო - ევრი პარი-საკლეს უნივერსიტეტის კვლევისა და საერთაშორისო ურთიერთობების დირექტორი
სევრინ კაბელო - ევრი პარიზ-საკლეის უნივერსიტეტი საერთაშორისო თანამშრომლობის მენეჯერი
🙏 დიდი მადლობა რექტორ შალვა ჭკადუასა და მის მთელ გუნდს გულთბილი მასპინძლობისა და მაღალ დონეზე ჩატარებული შეხვედრებისთვის!
ამგვარად, ახალი საინტერესო ინიციატივები იკვეთება ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტთაშორისი თანამშრომლობის მომავლისთვის.
N°1 Rue de l’Université Géorgienne, Telavi, 2200