🇫🇷🤝🇬🇪 ფქუ-ს კონსორციუმის წევრი ფრანგული უნივერსიტეტების წარმომადგენლების ვიზიტი საქართველოში საინტერესო და პერსპექტიული შეხვედრებით დასრულდა. რენის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი, ევროპული და საერთაშორისო სტრატეგიის მიმართულებით - სებასტიან ლე პიკარი, საქართველოში ჩვენი ოთხი ქართული პარტნიორი უნივერსიტეტის პრეზიდენტებსა და რექტორებს შეხვდა:
📌 ჯაბა სამუშია – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი
📌 ნინო დობორჯგინიძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი
📌 დავით გურგენიძე – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი
📌 კახა შენგელია – კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი
აღნიშნულმა გულთბილმა შეხვედრება და დისკუსიებმა საშუალება მოგვცა, შეგვეფასებინა არსებული თანამშრომლობა და ერთად დაგვეგეგმა ახალი პროექტები.✅📚
💬 მოხდა მნიშვნელოვანი სამომავლო გეგმების განხილვა, რომელთა შესახებ ინფორმაციასაც მალე გაგიზიარებთ!
Tbilissi