საქართველოს ყველის წარმოებისა და რძის ტრანსფორმაციის გზით მიღებული სხვა პროდუქტების წარმოების დიდი ტრადიცია აქვს. თუმცა, ქვეყნის რძის მრეწველობის სექტორი მოდერნიზაციის პროცესს გადის და იზრდება მოთხოვნა კვალიფიციურ პროფესიონალ კადრებზე, რომლებიც შეძლებენ ეფექტიანდ მართონ წარმოება, უზრუნველყონ პროდუქტის ხარისხი და აწარმოონ მონიტორინგი აგრო-სასურსათო კომპანიებში.
მიზნები
ბაკალავრის აღნიშნული პროგრამა მიზნად ისახავს რძის მრეწველობის სფეროს სპეციალისტების მომზადებასა. ასევე, სტუდენტებს სთავაზობს ტექნიკური და მმართველობითი უნარების ჩამოყალიბებას, რომლებიც აუცილებელია ამ სექტორში წარმატების მისაღწევად.
კურსდამთავრებულებს ექნებათ კვალიფიკაცია იმუშაონ:
✔️ კერძო სექტორში: რძის პროდუქტების მწარმოებელ კომპანიებში, ყველის ქარხნებში, ანალიზისა და ხარისხის კონტროლის ლაბორატორიებში.
✔️ საჯარო სექტორსა და არასამთავრობო ორგანიზაციებში : რძის ხარისხის გაუმჯობესებაზე მომუშავე ასოციაციებში და ორგანიზაციებში, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მასთან დაკავშირებულ უწყებებში.
პროგრამის სტრუქტურა
საქართველოში სასწავლო პროცესი მიმდინარეობს ფრანგული მოდელის მიხედვით
პროგრამა შემუშავებულია რენის უნივერსიტეტის - IUT of Saint-Brieuc-ის მოდელის მიხედვით. ამგვარად, სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა გაიარონ საქართველოს აგროსასურსათო სექტორის რეალობასთან მორგებული პროგრამა, რომელიც ადაპტირებულია საერთაშორისო სტანდარტებზე.
სამუშაო ენა
- 1-3 წლები: სწავლება მიმდინარეობს ქართულად სტუ-ში
- მე-4 წელი (ფინალური წელი) : სწავლება მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე, როგორც თეორიულ კურსებზე, ასევე ინდივიდიალურ და ჯგუფურ პროექტებსა და სავალდებულო სტაჟირებაზე.
სტაჟირებისა და მობილობის შესაძლებლობები
პროფესიული სტაჟირება (16 კვირა)
- პროფესიული გამოცდილება კომპანიებში: რძის პროდუქტების წარმოების ქარხნებში, ყველის ქარხნებში, ხარისხის კონტროლის ლაბორატორიებში, სერტიფიცირებისა და ჰიგიენის ორგანოებში.
- აკადემიური და პროფესიული ჟიურის მიერ შეფასებული სტაჟირების ანაგარიში.
- სამუშაო ბაზარზე წარმატებული ინტეგრაციის უპირატესობა.
საერთაშორისო მობილობა
- სტუდენტებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ მობილობის საერთაშორისო პროგრამებში.
- ყოველწლიურად პროგრამის საუკეთესო სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა გაიარონ სტაჟირება საფრანგეთში.
დიპლომები
სწავლის წარმატებით დასრულების შემდეგ, სტუდენტები მიიღებენ ორ დიპლომს
✅ ერთ ბაკალავრის დიპლომს საქართველოს ტეექნიკური უნივერსიტეტისაგან (სტუ)
✅ ბაკალავრის ხარისხი რენის უნივერსიტეტში
ორივე ხარისხი აღიარებულია და საშუალებას აძლევს სტუდენტებს სწავლა გააგრძელონ მაგისტრატურის საფეხურზე ევროპის ან სხვა ნებისმიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც აღიარებს ფრანგულ და ქართულ დიპლომებს.
დაინტერესებული ხართ აღნიშნული პროგრამით?
დაგვიკავშირდით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად!