ტურიზმის აღნიშნული სამაგისტრო პროგრამა ხორციელდება ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის ორმაგი პროგრამის ფარგლებში, რომლის მიზანიცაა როგორც მატერიალური, ასევე არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია. ის გამიზნულია სტუდენტებისთვის, რომლებმაც მიიღეს ბაკალავრის ხარისხი და სურთ აიმაღლონ კვალიფიკაცია ტურიზმის სექტორში, კერძოდ, კულტურული მემკვიდრეობის მართვასა და მარკეტინგში.

მიზნები და უნარები

სტუდენტებს უყალიბდებათ შემდეგი უნარები:
✅ ტურიზმის საკითხების დიაგნოსტიკა და ანალიზი.
✅ კულტურული მემკვიდრეობის გაძლიერებისა და შენარჩუნების სტრატეგიები.
✅ ინდივიდუალურ მეწარმედ ჩამოყალიბება და კულტურული პროექტების მართვა.
✅ მულტიკულტურულ გარემოში მუშაობა.

პროგრამის სტრუქტურა

პირველი წელი: პირველი ორი სემესტრი ჩატარდება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ლექციებს ჩაატარებენ როგორც ქართველი, ასევე ფრანგი ლექტორები.

მეორე წელი :
- მესამე სემესტრი: ჩატარდება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმავე პრინციპით, როგორც პირველი წელი.
- მეოთხე სემესტრი: ორთვიანი სალექციო კურსი თებერვალ-მარტის პერიოდში საფრანგეთში, ლიონ 2-ის უნივერსიტეტში, შემდეგ კი მინიმუმ 5 თვიანი სტაჟირება (აპრილი-სექტემბერი).

მიღების პირობები

🔹 საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩაბარება.
🔹 ტურიზმის პროგრამაზე მისაღები გამოცდის ჩაბარება.
🔹 B1 დონე ფრანგულში.

დაგვიკავშირდით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად!

ვიდეო ჩანაწერი

×

პარტნიორი უნივერსიტეტები

  • ლუმიერ ლიონ 2-ის უნივერსიტეტი - ლიონი, საფრანგეთი
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - თბილისი, საქართველო