პროგრამის აღწერა
პროგრამა სთავაზობს ინფორმატიკის პროფესიის საფუძვლების კომპლექსურ და სრულყოფილ სწავლებას, შემდეგი უნარების ჩამოსაყალიბებლად:
✅ პროგრამების შექმნა და განვითარება.
✅ პროგრამირების ახალი ენების ცოდნა.
✅ კომპიუტერული სისტემების სიღრმისეული გააზრება.
✅ ახალი აპარატურული და პროგრამული სისტემებების ტესტირების უზრუნველყოფა.
პროგრამა მოიცავს როგორც კომპიუტერული მეცნიერებების საბაზისო საკითხების სწავლებას, ასევე ხელოვნური ინტელექტის, გრაფიკული პროგრამირების, პარალელური ალგორითმებისა და ქსელების შესწავლას. პროგრამა ვითარდება ტექნოლოგიური მიღწევების მიხედვით, რათა საუკეთესოდ მოამზადოს სტუდენტები მომავლის გამოწვევებისთვის.
ლექციები ტარდება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართველი და ფრანგი ლექტორების მიერ.
მიღების პირობები
🔹 სამწლიანი უმაღლესი განათლება (მინიმუმ 180 ECTS) კომპიუტერულ მეცნიერებში.
🔹 CECRL-ის სტანტრტების შესაბამისი B1-ის დონე ფრანგულში.
🔹 სტუდენტები, რომელთაც აქვთ ვალიდური სერთიფიკატი გათავისუფლდებიან ენის გამოცდიდან.
დიპლომები
ბაკალავრის ხარისხი კომპიუტერულ მეცნიერებებში (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტი).
ბაკალავრის ხარისხი კომპიუტერულ მეცნიერებაში (ევრი პარი-საკლეს უნივერსიტეტი).
ეს დიპლომები, გარკვეული პირობების გათვალისწინებით, სტუდენტებს აძლევენ საშუალებას სწავლა გააგრძელონ როგორც ევროპის, ასევე სხვა საერთაშორისო უმაღლეს სასწავლებლებში მაგისტრატურის საფეხურზე.