ფქუ : ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის კონსორციუმი

2019 წლიდან ფრანგულ-ქართულმა უნივერსიტეტმა (ფქუ) გააერთიანა ხუთი ფრანგული და ორი ქართული უნივერსიტეტი, რათა განავითარონ ინოვაციური აკადემიური პროგრამები და ხელი შეუწყონ საფრანგეთსა და საქართველოს შორის სამეცნიერო თანამშრომლობას.

ფრანგული უნივერსიტეტები

რენის უნივერსიტეტი

რენი, საფრანგეთი
(კონსორციუმის კოორდინატორი)
1970 წელს დაარსებული რენის უნივერსიტეტი წარმოადგენს ერთ-ერთ პიონერს ინტერნაციონალიზაციისა და აკადემიური პარტნიორობის სფეროში. 2007 წლიდან მოყოლებული იგი მუდმივად წარმოდგენილია შანხაის რეიტინგში და გამოირჩევა სამეცნიერო მიღწევებითა და მაღალი დონის კვლევითი საქმიანობით.

ევრი პარი-საკლეს უნივერსიტეტი

ევრი, საფრანგეთი
პარი-საკლეს საუნივერსიტეტო გაერთიანების წევრი ევრის უნივერსიტეტი გამოირჩევა ინოვაციებისა და გამოყენებითი კვლევებისადმი ერთგულებით. ის 12 000-ზე მეტ სტუდენტს სთავაზობს მრავალფეროვან პროგრამებს ინჟინერიის, სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების, ეკონომიკისა და მენეჯმენტის სფეროებში.

მონპელის აგრო ინსტიტუტი

მონპელიე, საფრანგეთი
აგრონომიისა და მეღვინეობის მიმართულებით სპეციალიზებული წამყვანი სასწავლო დაწესებულება, მონპელიეს აგრო ინსტიტუტი გამოირჩევა საერთაშორისო თანამშრომლობის მდიდარი ტრადიციით, როგორც საგანმანათლებლო, ასევე სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში.

ლუმიერ ლიონ 2-ის უნივერსიტეტი

ლიონი, საფრანგეთი
1973 წელს დაარსებული ლუმიერ ლიონ 2-ის უნივერსიტეტი სპეციალიზირებულია ენებსა და ჰუმანიტარულ-სოციალურ მეცნიერებებში. უნივერსიტეტს ჰყავს თითქმის 30,000 სტუდენტი და გააჩნია 34 კვლევითი ლაბორატორია. უნივერსიტეტს წინა პლანზე აქვს წამოწეული ინტერდისციპლინარული მიდგომები, საერთაშორისო თანამშრომლობა და ინოვაციურ პროექტები.

ინსა რენი

რენი, საფრანგეთი
ინსა რენი დაარსებულია 1966 წელს და არის ერთ-ერთი საუკეთესო ფრანგული საინჟინრო სკოლა. ექვსი საერთაშორისოდ აღიარებული კვლევითი ლაბორატორიით, აქტიურად მონაწილეობს რამდენიმე ევროპულ პროექტში და ყოველწლიურად იღებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს Erasmus+ პროგრამის ფარგლებში.

CNAM ხელოვნებისა და ხელობის ეროვნული კონსერვატორია

პარიზი, საფრანგეთი
1794 წელს დაარსებული CNAM-ი არის საფრანგეთის წამყვანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც სპეციალიზირებულია სამეცნიერო და ტექნოლოგიურ სფეროებში. იგი სთავაზობს უწყვეტი განათლების პროგრამებს, ინჟინერიისა და მაგისტრის ხარისხებს. ასევე, განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ინოვაციებსა და პროფესიულ განვითარებას.

კლერმონ ოვერნის უნივერსიტეტი

კლერმონ-ფერანი, საფრანგეთი
კლერმონ ოვერნის უნივერსიტეტი არის საფრანგეთის ეროვნული უნივერსიტეტი, რომელიც შეიქმნა 2017 წელს კლერმონის ორი უნივერსიტეტის გაერთიანების შედეგად. იგი სთავაზობს პროგრამების ფართო არჩევანს ტექნოლოგიების, ჯანდაცვის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებში. უნივერსიტეტში დღეს დაახლოებით 39 000 სტუდენტი სწავლობს.

Sciences Po Rennes

რენი, საფრანგეთი

EHESP – École des hautes études en santé publique

რენი, საფრანგეთი

ქართული უნივერსიტეტები

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

თბილისი, საქართველო
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაარსდა 1918 წელს და იგი არის უძველესი უნივერსიტეტი საქართველოსა და კავკასიაში. უნივერსიტეტი წარმოადგენს მნიშვნელოვან აკადემიურ და სამეცნიერო ცენტრს, სადაც სწავლობს დაახლოებით 18,000 სტუდენტი, ხოლო აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს წარმოადგენს დაახლოებით 5,000 ადამიანი.

კავკასიის უნივერსიტეტი

თბილისი, საქართველო
კავკასიის უნივერსიტეტი, რომელიც დაარსდა 2004 წელს, წარმოადგენს საქართველოში ერთ-ერთ წამყვან კერძო უნივერსიტეტს. უნივერსიტეტი სთავაზობს პროგრამებს ბაკალავრიდან დოქტორანტურამდე ბიზნესის, ტექნოლოგიების, სამართლისა და ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით და იზიდავს სტუდენტებს მთელი რეგიონიდან.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

თბილისი, საქართველო
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი — ქვეყნის უმსხვილესი ტექნიკური უმაღლესი სასწავლებელია, რომლის მთავარი მიმართულებებია ინჟინერია, ქიმია და სამრეწველო მეცნიერებები. უნივერსიტეტი ამზადებს საქართველოს ინჟინრების 60%-ზე მეტს და წარმოადგენს ქვეყნის ტექნიკური და სამეცნიერო კადრების მომზადების წამყვან ცენტრს.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

თბილისი, საქართველო
ილია სახელმწიფო უნივერსიტეტი დაარსდა 2006 წელს, თბილისში მოქმედი ილია ჭავჭავაძის სახელობის ენებისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტისა (დაარსებული 1948 წელს) და კიდევ ექვსი საგანმანათლებლო დაწესებულების გაერთიანების შედეგად. დღეს ის წარმოადგენს საქართველოს ერთ-ერთ წამყვან კვლევით და უმაღლეს საგანმანათლებლო ინსტიტუტს. უნივერსიტეტში სწავლობს დაახლოებით 16,000 სტუდენტი, ხოლო აკადემიური და სამეცნიერო პერსონალი აჭარბებს 1,500-ს. ილიაუნი გამოირჩევა შემდეგი მიმართულებების პროგრამებით: საზოგადოებრივი მეცნიერებები, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ბიზნესი, სამართალი და ტექნოლოგიები.

ინსტიტუციური პარტნიორები

ჩვენ გაგვაჩნია მჭიდრო თანამშრომლობა ბევრ ინსტიტუციასთან, რათა გავაძლიეროთ საუნივერსიტეტო და სამეცნიერო თანამშრომლობა საფრანგეთსა და საქართველოს შორის:

🇬🇪 საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტრო

თბილისი, საქართველო
საქართველოს უმაღლესი განათლების განვითარების ხელშეწყობისათვის.

🇫🇷 საფრანგეთის საელჩო საქართველოში

თბილისი, საქართველო
საგანმანათლებლო და სამეცნიერო თანამშრომლობის მხარდასაჭერად.

🇫🇷 საფრანგეთის ინსტიტუტი საქართველოში

თბილისი, საქართველო
ფრანგული ენისა და კულტურის პოპულარიზაციისათვის

🌍 ფრანკოფონული უნივერსიტეტების სააგენტო (AUF)

თბილისი, საქართველო
ფრანკოფონული უნივერსიტეტების საერთაშორისო ქსელი.

🎓 კაპუს ფრანსი

საფრანგეთი
საფრანგეთში სწავლის მსურველი საქართველოს სტუდენტების მხარდამჭერი პლატფორმა.