ფრანგულ-ქართული კვირეულის ფარგლებში, IUT de Saint-Brieuc-მა 4 ქართული უნივერსიტეტისაგან (თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ახალციხის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი) შემდგარ დელეგაციას უმასპინძლა.
აღნიშნული ვიზიტი IUT de Saint-Brieuc-სა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის ჩამოყალიბებული აკადემიური პარტნიორობის გაგრძელებაა, რომელთაც ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის ქოლგის ქვეშ, აგრო-სასურსათო სფეროში, კერძოდ კი რძის წარმოების მიმართულებით ორმაგი ხარისხის დიპლომის პროგრამა აერთიანებთ.
შეხვედრის ფარგლებში გამართულმა დისკუსიამ ხელი შეუწყო ფრანგულ და ქართულ უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გასაძლიერებლლად პარტნიორობის ახალი გზების, თემატური ტრენინგებისა და სხვა ერთობლივი პროექტების გამოკვეთას.