ფქუ-ს სიახლეები – შეხვედრა ფრანგულ საგანმანათლებლო ინსტიტუტებთან და მონაწილეობა საგანმანათლებლო გამოფენაში „აირჩიე საფრანგეთი“
დასაწყისი 01 აპრილი 2026 - 14:00
დასასრული 02 აპრილი 2026 - 18:00
ადგილი Tbilissi
აღწერა
Campus France-ის მიერ ორგანიზებული კავკასიური ტურნეს ფარგლებში, ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის კოორდინატორს, ევა ბერტრანს, პატივი ჰქონდა ჩვენი ინსტიტუცია წარედგინა Campus France-ის დირექტორის მოადგილის, ბეატრის კაიასა და ასევე, რამდენიმე ფრანგული კერძო სკოლის (VATEL Bordeaux, SKEMA Business School, EM Strasbourg, ECE, Brassart და Ducasse) წარმომადგენლებისთვის.
აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, ფრანგულ-ქართულმა უნივერსიტეტმა მონაწილეობა მიიღო Campus France Georgia-სა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ საგანმანათლებლო გამოფენაში„აირჩიე საფრანგეთი“. აღნიშნულმა ღონისძიებამ ფრანგული სკოლების წარმომადგენლებს უნიკალური შესაძლებლობა მისცა, წარმოედგინათ საკუთარი პროგრამები და განეხილათ აკადემიური თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები ქართველ კოლეგებთან.
ამ დღეს, 400-ზე მეტმა ქართველმა სტუდენტმა ასევე ისარგებლა, რათა საფრანგეთში სწავლის შესაძლებლობების შესახებ ინფორმაცია მიეღო, რაც ფრანგული უმაღლესი განათლების მიმართ მზარდ ინტერესსა და ჩვენ ორ ქვეყანას შორის დინამიური აკადემიური თანამშრომლობაზე მიუთითებს.
რუკა

Tbilissi

ფოტორეპორტაჟი