დასაწყისი
01 აპრილი 2026 - 14:00
დასასრული
02 აპრილი 2026 - 18:00
ადგილი
Tbilissi
აღწერა
Campus France-ის მიერ ორგანიზებული კავკასიური ტურნეს ფარგლებში, ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის კოორდინატორს, ევა ბერტრანს, პატივი ჰქონდა ჩვენი ინსტიტუცია წარედგინა Campus France-ის დირექტორის მოადგილის, ბეატრის კაიასა და ასევე, რამდენიმე ფრანგული კერძო სკოლის (VATEL Bordeaux, SKEMA Business School, EM Strasbourg, ECE, Brassart და Ducasse) წარმომადგენლებისთვის.
აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, ფრანგულ-ქართულმა უნივერსიტეტმა მონაწილეობა მიიღო Campus France Georgia-სა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ საგანმანათლებლო გამოფენაში„აირჩიე საფრანგეთი“. აღნიშნულმა ღონისძიებამ ფრანგული სკოლების წარმომადგენლებს უნიკალური შესაძლებლობა მისცა, წარმოედგინათ საკუთარი პროგრამები და განეხილათ აკადემიური თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები ქართველ კოლეგებთან.
ამ დღეს, 400-ზე მეტმა ქართველმა სტუდენტმა ასევე ისარგებლა, რათა საფრანგეთში სწავლის შესაძლებლობების შესახებ ინფორმაცია მიეღო, რაც ფრანგული უმაღლესი განათლების მიმართ მზარდ ინტერესსა და ჩვენ ორ ქვეყანას შორის დინამიური აკადემიური თანამშრომლობაზე მიუთითებს.
რუკა
Tbilissi
