ფქუ-ს სიახლეები: ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის პრეზენტაცია ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის კვირეულის ფარგლებში
დასაწყისი 17 მარტი 2026 - 14:00
დასასრული 17 მარტი 2026 - 16:00
ადგილი Université de Rennes
აღწერა

🇫🇷🇬🇪 ფრანგულ-ქართული საუნივერსიტეტო კვირეულის ფარგლებში, ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის კოორდინატორმა, ევა ბერტრანმა, წარადგინა ჩვენი ახალგაზრდა საუნივერსიტეტო ინსტიტუციის სტრუქტურა, ისტორია, გასული წლების შეჯამება და განვითარების პერსპექტივები ფრანგი და ქართველი უნივერსიტეტის პარტნიორების, რენის უნივერსიტეტის დირექციის წარმომადგენლების თანდასწრებით.

🎓კომპიუტერული მეცნიერებების, აგრო-სასურსათო და მევენახეობისა და მეღვინეობის ორმაგი დიპლომის პროგრამების ხელმძღვანელებმა ასევე მიიღეს მონაწილეობა აღნიშნულ მოხსენებაში და ისაუბრეს, რათა ნათლად გაეცნოთ დამსწრე საზოგადოებისათვის ამ ერთობლივი პროგრამების სტრუქტურა, მასშტაბები და აკადემიურ გამოწვევები.

🤝ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის პროექტისადმი მიძღვნილმა პრეზენტაციებმა დიდი ინტერესი და აზრთა ურთიერთგაცვლა გამოიწვია პარტნიორი დაწესებულებების წარმომადგენლებს შორის, რამაც თავის მხრივ, თანამშრომლობის ახალი პერსპექტივები წარმოშვა.

✨ აღნიშნული ტენდენცია მკაფიოდ უსვამს ხაზს უმაღლესი განათლებისა და კვლევის სფეროში ფრანგულ-ქართული თანამშრომლობის კონსოლიდაციისა და გაღრმავების რეალური შესაძლებლობების არსებობას.

რუკა

2 Rue du Thabor, 35000 Rennes