ფქუ-ს ღონისძიება – ფრანგულ-ქართული საუნივერსიტეტო კვირეულის გახსნა
დასაწყისი 16 მარტი 2026 - 10:00
დასასრული 16 მარტი 2026 - 18:00
ადგილი Université de Rennes
აღწერა
ფრანგულ-ქართულ უნივერსიტეტს პატივი ქონდა მონაწილეობა მიეღო საფრანგეთში, ქალაქ რენში გამართულ ფრანგულ-ქართული საუნივერსიტეტო კვირეულის გახსნაში.
აღნიშნული ღონისძიება იმართება ფრანგულ-ქართული Erasmus+ კონსორციუმის ფარგლებში, რომელიც აერთიანებს 22 ფრანგულ და ქართულ უნივერსიტეტს და რომლსაც კოორდინაციას უწევს რენის უნივერსიტეტი, რაც ორ ქვეყანას შორის აკადემიური თანამშრომლობის დინამიზმსა და სიცოცხლისუნარიანობას აჩვენებს
ამ კვირის მიზანია ბოლო ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტების მიმოხილვა და ფრანგულ-ქართული საუნივერსიტეტო თანამშრომლობის სამომავლო გეგმების განხილვა.
თვალი ადევნეთ აღნიშნულ ღონისძიებას ჩვენი გვერდის დახმარებით, რათა მეტი შეიტყოთ მის მნიშვნელოვან მომენტებსა და შემუშავებული ინიციატივების შესახებ.
რუკა

2 Rue du Thabor, 35000 Rennes